marilisi

ჩვენ შესახებ

მარილისი ქართული საიუველირო ბრენდია, რომელიც საზოგადოებისთვის დიდი ხანია ასოცირდება გემოვნებასთან, სტილთან, ხარისხთან, სანდოობასთან და პრესტიჟთან.

მარილისი პროფესიონალური გუნდია, სადაც ყველამ კარგად იცის საკუთარი საქმე და უდიდესი პასუხისმგებლობით ასრულებს მას.საოქრომჭედლო საქმის ოსტატები, კრეატიული ხელოვანები, ხარისხზე ორიენტირებული საწარმოო მენეჯმენტი, კომფორტული და დელიკატური მომსახურება- ეს მარილისის შემოქმედებითი გუნდია, ვინც თქვენთან ერთად ქართულ რეალობაში საფუძველი ჩაუყარა ახალ, ძალზე მნიშვნელოვან კომპონენტს საიუველირო სფეროში- ქართულ საიუველირო სახლს.

მარილისში ერთად იყრის თავს ტრადიცია და ინოვაცია. ეს სრულიად რეალურია, როცა ვიცით სად არის ჩვენი ფესვები და რა არის მიზანი.

მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ.